Belive

ბარსელონა კოუტინიოს სანაცვლოდ არარეალურ თანხას ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფელიპე კოუტინიოს მომავალი საკლუბო კარიერის ჭრილში, ჯერ კიდევ ბურუსით მოცული საკითხია. ბოლო პერიოდში მას "ტოტენჰემთან" აკავშირებდნენ, ეს უკანასკნელნიც თავის წილად დიდ ინტერესს გამოთქვამდნენ ფეხბურთელისადმი. ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ასპარეზობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ განათხოვრებულია და რეალურად "ბარსელონას" საკუთრებაშია. ესპანელებმა კოუტინიო "ლივერპულიდან" 2018 წლის დასაწყისში, ზამთრის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში, 90 მილიონ ევროდ, გადმოიბირეს და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გაუმართლებელ/არგამართლებულ ტრანსფერადაც შეირაცხა. როგორც ჩანს, კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას - 100 მილიონ ევროს ითხოვს, რაც ინგლისელებისათვის უკან დახევის საბაბი აღმოჩნდა. ჟოზე მაურინიო იმედს იტოვებს, რომ "ბარსელონას" მესვეურები ფეხბურთელს გადააფასებენ, გაიაზრებენ რომ არარეალურ თანხას ითხოვენ და საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწევენ.

სხვა სტატიები