Belive

ბარსელონა და ატლეტიკო დეპაის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების შემტევი, მემფის დეპაი კარიერას ,,ატლეტიკოში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,ბარსელონასა'' და მადრიდულ გუნდს შორის ტრანსფერზე შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. ,,როხიბლანკო'' ფეხურთელის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის.

დეპაის ,,ატლეტიკოში'' გადასვლა სურდა და ნიდერლანდელი კლუბს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა. მემფისი ახალ გუნდთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში დეპაის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 4 მატჩში 1 გოლია.

სხვა სტატიები