Belive

ბაიერნის მწვრთნელმა ტიაგოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ტიაგო ალკანტარას გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, რომლის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის დატოვებას აპირებს. "საერთოდ არ მგონია, რომ ტიაგოს შეუძლია დაგვტოვოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია. ამიტომაც, მის შესაძლო წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ.  ვფიქრობ, ამ სეზონში ტიაგოს მიერ ნაჩვენები შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, ჟურნალისტების ყველა კითხვას პასუხი გაეცა", - თქვა ბავარიელთა თავკაცმა. 29 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგა მეშვიდედ მოიგო, დასრულებულ სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისურით 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები