Belive

ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნმა'' მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა. ,,რეკორდმაისტერის'' ახალ მწვრთნელად კი ტომას ტუხელი დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

49 წლის სპეციალისტი გერმანულ გრანდთან ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, პირველ ვარჯიშს კი ორშაბათს ჩაატარებს.

,,როცა 2021 წელს ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნებოდა და ეს ჩვენი მიზანიც იყო. იულიანი იზიარებდა ჩვენს ხედვას, რომ წარმატებული და მიმზიდევული ფეხბურთი გვეთამაშა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ბუნდესლიგა მოვიგეთ, ბოლო დროს ხარისხმა უფრო და უფრო იკლო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი ნაკლებად წარმატებულად და მიმზიდველად ვითამაშეთ. ,,ბაიერნის'' სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ნაგელსმანსა და მის სამწვრთნელო შტაბს და მომავალში წარმატებები ვუსურვო,'' - განაცხადა ოლივერ კანმა.

ნაგელსმანი ,,ბაიერნში'' 2021 წლიდან მუშაობდა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგა და გერმანიის სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

ტუხელი კი ბოლოს ლონდონის ,,ჩელსის'' წვრთნიდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები