Belive

ბაიერნის ახალი რეკორდი ბუნდესლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგის და არამარტო ბუნდესლიგის მასშტაბით "რეკორდმაისტერს" არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. მიუნხენური გრანდი ყოველთვის გამოირჩეოდა მიღწევებით. დღეს ფლიკის გუნდმა ლევერკუზენის "ბაიერს" სტუმრად 2:4 სძლია. ლევერკუზენს მეოთხე გოლი ლევანდოვსკიმ გაუტანა და "ბაიერნისთვის" მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით, 90-ე გოლი აღმოჩნდა. ეს კი ახალი რეკორდია. გერმანიის 28 გზის ჩემპიონს აქამდე 30 ტურის შემდეგ ამდენი გოლი არასდროს ჰქონია გატანილი. ეს დღე მთლიანად "ბაიერნის" ისტორიაში შევა.

სხვა სტატიები