ბაიერნი გერმანიის თასის მფლობელია!
ბერლინში, ოლიმპიურ სტადიონზე, მიუნხენის ბაიერნი 21-ედ გახდა გერმანიის თასის მფლობელი. ფინალში მიუნხენელებმა შტუტგარტი (3:0) დაამარცხეს.
ვინსენტ კომპანის გუნდმა მატჩი უდიდესი დომინაციით ჩაატარა და ჰარი კეინის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა. აღსანიშნვია, რომ 'რეკორდმაისტერს', ქვეყნის თასი 2020 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ბოლოს მათ ეს ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ გააკეთეს (4:2).
შტუტგარტი, რომელიც ქვეყნის თასის 4-გზის მფლობელია, ფინალს მოქმედი გამარჯვებულის რანგში შეხვდა, თუმცა ასეთ ფორმაში მყოფი ბაიერნის წინააღმდეგ, ტიტულის დაცვის შანსი არ ჰქონია.
გერმანიის თასის რაოდენობებს შორის, ბაიერნსა და მეორეადგილოსანს შორის უდიდესი უფსკრულია - ბრემენის ვერდერს ეს თასი მხოლოდ 6-ჯერ აქვს მოგებული.
ბაიერნი გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონიც დროზე ადრე გახდა, შტუტგარტმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა და მომავალი სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
𝗗𝗢𝗨𝗕𝗟𝗘 ✅ pic.twitter.com/b7HUMBAVmu
— FC Bayern (@FCBayernEN) May 23, 2026