აზიის თასის ფინალში კატარი და იორდანია ითამაშებენ
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აზიის თასის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, კატარის ეროვნულმა ნაკრებმა ირანს 3:2 მოუგო და ფინალში გავიდა.
მატჩში ანგარიში მე-4 წუთზე ირანელებმა გახსნეს, თავი აზმუნმა გამოიჩინა. კატარმა მე-17 წუთზე გაათანაბრა, ტაიმის მუწურულს კი წინ გასვლა შეძლო.
51-ე წუთზე ალირეზა ჯაჰანბახშმა პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, შეხვედრიის საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ალმოეზ ალიმ დააფიქსირა.
ფინალში კატარელთა მეტოქე იორდანია იქნება, რომელმაც გუშინ სამხრეთ კორეასთან 2:0 იმარჯვა. შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება.
𝗙𝗶𝗻𝗮𝗹 𝘀𝘁𝗮𝗴𝗲 𝘀𝗲𝘁. 𝗧𝘄𝗼 𝘁𝗲𝗮𝗺𝘀. 𝗢𝗻𝗲 𝘂𝗹𝘁𝗶𝗺𝗮𝘁𝗲 𝗴𝗹𝗼𝗿𝘆🏆@qatarairways #GoingPlacesTogether#QatarAirways | #AsianCup2023 | #HayyaAsia pic.twitter.com/Q4tY2rZHDs
— #AsianCup2027 (@afcasiancup) February 7, 2024