"დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მატჩისთვის გაბალაში დიდი დესანტით მოემგზავრება - ასეთი სტატია გამოქვეყნდა დღეს აზერბაიჯანულ მედიაში.
Azerisport.Com-ის ინფორმაციით, ქართული გუნდი მოახლოვებული მატჩებისთვის საკმაოდ მრავალრიცხოვან გასვლას გეგმავს.
აზერბაიჯანულ წყაროში ნათქვამია, რომ "დინამოს" გაბალაში 20 ჟურნალისტი და ფანებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები მიჰყვება.
"დინამო თბილისი" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 25 ივლისს თბილისის დროით 19 საათზე გამართავს.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გაბალაში 24 ივლისს ჩაფრინდება.