Belive

აზარი: "ჩელსიდან წასვლა 1 წლით ადრე იყო გადაწყვეტილი"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ "ჩელსის" დატოვება ტრანსფერის გაოფიციალურებამდე 12 თვით ადრე იყო გადაწყვეტილი. "მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე და საკუთარ თავს ვუთხარი: "მადრიდის "რეალში" უნდა გადავიდე." ეს შეუძლებელი არ იყო. "ჩელსიში" კიდევ ერთი სეზონი გავატარე, რამაც ტრანსფერი გაამარტივა. კლუბმა ეს გაიგო და წასვლის უფლებაც მომცა. "ჩემი ოცნება იყო, მსოფლიოს საუკეთესო კლუბ მადრიდის "რეალში" მეთამაშა. ასე რომ, ბედნიერი ვარ," - განაცხადა აზარმა.

სხვა სტატიები