Belive

"აუცილებლად უნდა დავიმატოთ კიდევ 4 ან 5 მოთამაშე" - ერიკ ტენ ჰაგი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მსოფლიოს ყველა კუთხეში ამხანაგური შეხვედრები იმართება, ნიდერლანდური სიტარდი ლევერკუზენთან 1:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ გერმანული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მედიასთან ისაუბრა:

ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ, მოთამაშეებმა ამბიციური გუნდის წინააღმდეგ კარგად იასპარეზეს. ჩვენ თამაშს ძალიან დადებითად შევაფასებდი, განსაკუთრებით პირველ ტაიმს, ძალიან დომინანტები ვიყავით, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. მეორე ტაიმი ცოტა უფრო რთული იყო, აუცილებელია უკეთ ვითამაშოთ.

გრანიტ ჯაკას წასვლას რაც შეეხება, ასეთია ფეხბურთი ბევრი მოთამაშე მიდის და ბევრიც მოდის, ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ უმჯობესია ერთი სატრანსფერო ფანჯრის დროს 4 ან 5 მოთამაშე არ გამოაკლდეს გუნდს, რადგან ყველაფერი რთულად არ წარიმართოს.

მაშინაც კი თუ ისინი წავლენ (ფლორიან ვირცი, ჯერემი ფრიმპონგი, ჯონათან ტა და გრანიტ ჯაკა) ჩვენ კარგი გუნდი უნდა შევქმნათ. ეს გუნდში ჩართული ყველა პირისთვის გამოწვევაა, ახალი ეპოქის შექმნა მოგვიწევს. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გაძლიერება ზოგიერთ პოზიციაზე, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და ოთხეულში მოვხვდეთ.

ვიცით, რომ სრულიად ახალი გუნდის შექმნას დრო დასჭირდება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ, პირველი მონახაზები ჩანს, ამას კი კიდევ უფრო განვითარება სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სუსტი წერტილია.

აუცილებლად უნდა დავიმატოთ კიდევ ოთხი ან ხუთი მოთამაშე. სატრანსფერო ფანჯარა კიდევ ერთი თვით ღიაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ გვსურს შევინარჩუნოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა აქ არიან - მაგრამ ეს არ არის გარანტირებული. - ერიკ ტენ ჰაგი - ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები