Belive

"აუცილებლად მოვა წარმატება, რისთვისაც ამდენი წელია ვშრომობთ" - ხვიჩა კვარაცხელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგისათან დაპირისპირებით დაიწყო. ბათუმში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა.

ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა - ხვიჩა კვარაცხელიამ, საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"პირველ რიგში იმის თქმა მსურს, რომ პირადად მე და ბიჭები ყველა მონატრებული ვიყავით ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაშს. ნორმალური შედეგია, რა თქმა უნდა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან თითოეულ თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ჩემი აზრით მეორე ტაიმში ძალიან კარგი მატჩი ვაჩვენეთ.

ასე უნდა გავაგრძელოთ და ყველაფერია შესაძლებელი. ყველა გუნდთან, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში, აუცილებლად მოვა ის წარმატება, რისთვისაც ჩვენ ამდენი წელია ვშრომობთ და ყველაფერი კარგად იქნება", - ხვიჩა კვარაცხელია.

წყარო: facebook.com/1stchannel.1tv.ge

სხვა სტატიები