Belive

აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსიას სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა დაუწესა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას, გუნდის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისისგან სამმატჩიანი ვადა მიეცა, რომელშიც მან სიტუაციის გამოსწორება უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხარეებმა თანამშრომლობა აღარ გააგრძელონ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტს მოუწოდებს, რომ სანაკრებო პაუზამდე დარჩენილი 3 შეხვედრა მოიგოს.

"ნაპოლიმ" საშინაო კედლებში უმაღლესი დონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ოთხ მატჩში ათი გოლი გაუშვა, რაც ხშირად ტაქტიკური შეცდომების ბრალია. ახლა გარსიას მოკლე პერიოდი აქვს, რომელშიც ფრე მისაღები შედეგი არ იქნება.

"სალერნიტანა" ბოლო პოზიციაზე იმყოფება, "ემპოლის" 10-დან 7 მარცხი აქვს და ეს ყველაზე მეტია, ხოლო "უნიონ ბერლინს" მიჯრით 10 შეხვედრა წაგებული. თუ ამ სამ მატჩში სამი გამარჯვება არ დაფიქსირდება, მაშინ გუნდის დამოკიდებულება რუდი გარსიასთან მიმართებაში შეიცვლება", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

"ნაპოლის" სერია A-ში 10 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი "სალერნიტანასთან" სტუმრად, 4 ნოემბერს გამართავს.

სხვა სტატიები