Belive

ატლეტიკოს მემფის დეპაის დამატება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უახლესი დოკუმენტების თანახმად, "ბარსელონა" დეპაის მხოლოდ "ატლეტიკოში" გაუშვებენ და მხოლოდ იმ შემხთვევაში თუ, ისინი ამით ფინანსურს სარგებელს მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც ჟოაო ფელიქსი "ჩელსიში" გადაბარგდა, მადრიდელებს თავდასხმაში ადგილი გამოუნთავისუფლდათ და მემფისი მათთვის ერთ-ერთი ვარიანტია. თავდამსხმელი "ბარსელონაში" ხშირად არ თამაშობს და მას კლუბის დატოვება სურს. გარდა ფეხბურთელის სურვილისა, აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდებს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობაა. საინტერესოა ისიც, რომ "ბარსელონა" ნიდერლანდელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ, ტრანსფერით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებს.

"ატლეტიკოს" შეუძლია საკმაო თანხის გადახდა, თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის. მოვლენები სავარაუდოდ ასე განვითარდება: "ბარსელონა" მემფისს გაანათხოვრებს სიმეონოეს გუნდში მაგრამ, არა შემდეგი ქევსი თვის განმავლობაში (სწორედ ეს დრო რჩება ნიდერლანდეს "ბარსაში" კონტრაქტის ამოწურვამდე). სავარაუდოდ, კატალონიელები დეპაის გრძელვადიან კონტაქტს გაუფორმებენ და სწორედ ამის შემდეგ მისცემენ მას "ატლეტიკოში" წასვლის უფლებას. ამით "ბარსელონა" ინარჩუნებს იმის შანსს, რომ თავდამსხმელი დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდონ.

თუმცა, შესაძლოა მემფისს მოვლენების ასე განვითარება არ აწყობდეს, რადგან გუნდში უფასოდ გადასვლის შემთხვევაში, უფრო მაღალი ხელფასის მიღება შეუძლია. გარდა ამისა, "ატლეტიკოს" სხვა ვარიანტებიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ თუ მათ პირობები არ მოეწონებათ, თავისუფლად შეუძლიათ უბრალოდ სხვაგან ეძებონ ახალი ფორვარდი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, რომ გარიგება შედგეს.

სხვა სტატიები