Belive

ატლეტიკოს მძაფრი ინტერესი, სიაში რეალი, ჩელსი და ბაიერნიც არიან - ევროპული მედია კვარას მიმართ ინტერესზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონის შესანიშნავი დასაწყისის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპის საუკეთესო კლუბების ინტერესის შესახებ, ევროპული მედია აქტიურად საუბრობს.

ამჯერად, onefootball.com-ი ავრცელებს სტატიას, სადაც აღნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დამატების სურვილი მადრიდის "ატლეტიკოს" აქვს და მიზნის მისაღწევად მზად არის საკმაოდ რთულ კონკურენციაში შევიდეს.

"როხიბლანკოს" ინტერესს იტალიური გამოცემებიც ადასტურებენ. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დიეგო სიმეონეს ჟოაო ფელიქსთან უთანხმოება აქვს და პორტუგალიელი ტალანტის შემცვლელის მოძებნას ცდილობს.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი და გვარი იმ სიაში უკვე ფიგურირებს, რომელიც ფლორენტინო პერესს მადრიდის "რეალის" გაძლიერების მიზნით აქვს შედგენილი. ასევე, საქართველოს ნაკრების ლიდერის კარიერულ განვითარებას ლონდონის "ჩელსი" და მიუნხენის "ბაიერნიც" აკვირდებიან.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული გამოცემა იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები