ატლეტიკომ ვერმეერენის სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა
მადრიდის "ატლეტიკოსა" და "ანტვერპენს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, 18 წლის არტურ ვერმეერენი მადრიდში გაემგზავრა და კლუბთან კონტრაქტის პერსონალური დეტალები შეათანხმა.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ "ატლეტიკოსა" და ვერმეერენს შორის გამართული მოლაპარაკები წარმატებით დასრულდა და ამომავალი ვარსკვლავი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.
"ატლეტიკოს" 18 წლის ბელგიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდება, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა კიდევ რამდენიმე მილიონი დაემატოს. არტურ ვერმეერენი "ანტვერპენის" ძირითად გუნდში 2022 წლიდან ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა.
🚨🔴⚪️ Arthur Vermeeren to Atlético Madrid, here we go! Agreement finally sealed and time for contract signing.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 26, 2024
Medical tests to take place today for 2005 born Belgian talent.
Announcement to follow. 🇧🇪
Deal in place with Royal Antwerp since three days ago. It’s all done. pic.twitter.com/vc2bR79Roi