Belive

ატლეტიკომ ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს დაემშვიდობა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს "ატლეტიკოს" ბოლო შანსი ჰქონდა, რომ ევროტურნირზე ეთამაშა, თუმცა, მათ ეს ვერ გამოიყენეს.

“ლევერკუზენთან” მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვის შემდეგ, მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩნენ, მაგრამ მათ ევროპა ლიგაზე თამაშის შანსი კვლავ რჩებოდათ. ამისათვის, სიმეონეს გუნდს გასვლაზე "პორტუ" უნდა დაემარცხებინა.

აღნიშნული შეხვედრა პორტუგალიელების უპირატესობით დაიწყო. 25-ე წუთისთვის კონსეისაუს გუნდი უკვე 2:0-ს იგებდა. მიუხედავად ესპანელთა არაერთი საგოლე მცდელობისა, მათ მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს, ისიც მატჩის 95-ე წუთზე. საბოლოოდ, ეს შეხვედრა "პორტუმ" 2:1 მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილიც დაიკავა. B ჯგუფიდან პორტუგალიელებთან ერთად "ბრიუგეც" გავიდა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთ წაგება აქვთ.

სხვა სტატიები