Belive

ატლეტიკო მადრიდი იან ობლაკის შემცვლელს ეძებს, მამარდაშვილი ყველაზე რეალური ვარიანტია

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

იან ობლაკმა შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკო" დატოვოს, გიორგი მამარდაშვილი კი გუნდის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე რეალური ვარიანტია. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური სპორტული გამოცემა "Diario Gol" წერს.

როგორც სააგენტო იტყობინება, დიეგო სიმეონეს კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, გუნდს ტრანსფერების გაკეთება სურს, გარკვეული პოზიციების გასაძლიერებლად. მომავალ წელს იან ობლაკს მადრიდულ კლუბში 10 წელი უსრულდება და ის აღარ არის ისეთი სტაბილური და სასწაულების მომხდენი მეკარე როგორც ადრე იყო. "დიარიო გოლის" ინფორმაციით, ლას პალმასთან წაგებული მატჩიც ამის ერთ-ერთი წინაპირობაა, რომ ობლაკისთვის შესაძლოა ეს სეზონი მადრიდულ კლუბში ბოლო აღმოჩნდეს. შესაძლო შემცვლელად კი გიორგი მამარდაშვილი მოიაზრება.

"ატლეტიკო" 25 მილიონს ევროს გადაიხდის ქართველი მეკარის სანაცვლოდ თუკი ვალენსია ამაზე თანახმა იქნება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დრომდე პიტერ ლიმი (ვალენსიას მფლობელი) გიორგი მამარდაშვილს 100 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ შესაძლოა 25 მილიონ ევროზეც არ თქვას უარი, რადგან გუნდს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება სურს.

გიორგი მამარდაშვილის შეძენით პრემიერ ლიგის გუნდებიც არიან დაინტერესებული, თუკი ესპანური კლუბი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ ქართველი მეკარის გუნდიდან გაშვებას გადაწყვეტს, არაა გამორიცხული გიორგი ინგლისურ კლუბში ვიხილოთ.

მართალია სლოვენიელ მეკარეს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს, მაგრამ როგორც გამოცემა იტყობინება გუნდი სერიოზულად ფიქრობს და ეძებს მის შემცვლელს.

სხვა სტატიები