Belive

ასტანას მწვრთნელი: "დინამოს ძალები კარგად გავაანალიზეთ და მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"დინამო თბილისის" წინააღმდეგ გასამართი 2023/24 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთულ მატჩს ველით. ჩავატარეთ მეტოქის სერიოზული და ღრმა ანალიზი, მეტოქის, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს სუპერთასი მოიგო.

მაგრამ ამავდროულად სახლში ვთამაშობთ, ქალაქში აჟიოტაჟია, ამიტომ, ხვალ მეტოქეებს არ შევუქმნით ყველაზე სასიამოვნო ატმოსფეროს. შანსები 50/50-ზეა, მაგრამ რადგან სახლში ვთამაშობთ, უნდა მოვიგოთ.

ვიტყვი, რომ "დინამოს" ძალიან ძლიერი შემტევი ჯგუფი ჰყავს და უკნიდან ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.

"ორდაბასთან" ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ 6 დღეა გასული და გუნდს ძალების აღსადგენად საკმაო დრო ჰქონდა - შესაბამისად ფიზიკურად გუნდი სათამაშოდ მზადაა.

ასეთი თამაშებისთვის გუნდი ფსიქოლოგიურად და გონებრივად მოვამზადეთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ გვექნება ბალანსი შეტევასა და დაცვას შორის. მთავარია თავი არ დავკარგოთ.

ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან მეტოქე გუნდის დაუფასებლობა მიუღებელი იქნება. ჩავატარეთ თეორიული საწვრთნელი პროცესი, მოთამაშეებმა დაინახეს მეტოქის ძლიერი მხარეები, ყველა მათგანი მონდომებულია", - თქვა "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა.

“დინამო თბილისი” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 12 ივლისს ითამაშებს და ყაზახეთის ჩემპიონ “ასტანას” სტუმრად დაუპირისპირდება – საპასუხო მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე”, 19 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები