Belive

"აშშ-ს დამარცხებაში უფრო დარწმუნებული ვიყავი, ვიდრე სენეგალის" - ტიბო კურტუა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ შეხვედრაში ბელგიამ აშშ 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს მატჩი დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან წესით ამერიკას ფოლარინ ბალოგუნის გარეშე უნდა ეთამაშა. მიზეზი ბოსნიასთან მიღებული წითელი ბარათი იყო. თუმცა, FIFA-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბარათი გაუქმებულიყო და ბალოგუნს ბელგიასთან მაინც ეთამაშა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ბარათი თეთრი სახლიდან მიღებული ზარის შემდეგ გაუქმდა.

ამ ფაქტმა ბევრი ადამიანი გააბრაზა და როგორც ჩანს, ბელგიელებს გასამარჯვებლად დამატებითი მოტივაცია მიეცათ. კურტუას თქმით, ამ ფაქტით იმდენად გაბრაზდნენ, რომ აშშ-სთან მარცხში ეჭვიც კი არ ეპარებოდათ.

ჩვენ ამერიკელები დავსაჯეთ იმ უპატივცემულობის გამო, რომელიც ბოლო დღეებში ჩვენ მიმართ გამოიჩინეს. აშშ-ს დამარცხებაში გაცილებით უფრო დარწმუნებული ვიყავი, ვიდრე სენეგალის. ეს უბრალოდ იმიტომ, რომ სენეგალი აშშ-ზე ბევრად უკეთესი გუნდია. - განაცხადა ბელგიელთა კარის დარაჯმა

ბელგიის ნაკრების მომავალი მეტოქე ესპანეთი იქნება. 1/4-ფინალური შეხვედრა 10 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები