Belive

"ასეთი რამ არ განმეორდება" | ნუნიესმა ბოდიში მოიხადა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში, "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" ანგარიშით 1:1 დაუზავდა. საგოლე შანსების ხელიდან გაშვების გარდა, მერსისაიდული გუნდის ცენტრალურმა ფორვარდმა, დარვინ ნუნიესმა თავი უხეშობით და წითელი ბარათით გამოიჩინა, რის გამოც, მას ბოდიშის მოხდა მოუწია. მატჩის განმავლობაში, იოაკიმ ანდერსენი მას პერონალურად მეურვეობდა. შელაპარაკებებისა და ხისტი ორთაბრძოლების შემდეგ, €75 მილიონად შეძენილმა ნუნიესმა დანიელ მცველს თავი ჩაარტყა და მოედნიდან გასვლა მოუწია.
წითელი ბარათის მიღების შემდეგ, "ლივერპულის" ფორვარდმა აღიარა, რომ მისი საქციელი მიუღებელი იყო.
"აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემს შეცდომებზე ვისწავლო. ასეთი რამ აღარ განმეორდება", - დაწერა ნუნიესმა Twitter-ზე.

ნუნიესმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

როგორ გამოიყვანა ანდერსენმა ნუნიესი წყობილებიდან?

რა თქვა კლოპმა ნუნიესის შესახებ?

"ლივერპულის" მწვრთნელმა თქვა, რომ ნუნიესი შეცდა, თუმცა ასევე, მან ახალგაზრდა ფორვარდს ნდობა გამოუცხადა.
"მინდოდა, სიტუაციაში კარგად გავრკვეულიყავი. დავინახე ბალახზე წაქცეული ანდერსენი და სხვა მხარეს მიმავალი დარვინი. შემდეგ მომენტი გავამეორებინე და დიახ, წითელი ბარათი დამსხურებული იყო. ანდერსონმა ის მიიღო, რაც სურდა, დარვინმა კი შეცდომა დაუშვა, რომ პროვოკაციას წამოეგო. დარვინი შეცდომისგან ისწავლის. სამწუხაროა, რომ მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მითუმეტეს ამ შემთხვევაში", - თქვა იურენ კლოპმა.
შეგახსენებთ, ნუნისმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და იგი "ლივერპულს" "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ბორნმუთთან" და "ნიუკასლთან" დააკლდება.

სხვა სტატიები