Belive

ასეთი დონის მატჩი VAR-ის გარეშე? - კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კარაბაოს თასის (ინგლისის ასოციაციის თასი) 1/8-ფინალურ ეტაპზე, "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. "ეტიჰადზე" გამართული სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საკლუბო ფეხბურთს მონატრებულმა გულშემატკივრებმა, ორივე გუნდის შესრულებით გამორჩეული დაპირისპირება იხილეს. გასაკვირი არაა, რომ ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანების შესრულებით, უმაღლესი დონის მატჩი გაიმართებოდა, მაგრამ, კლოპს მატჩის შემდეგ, კითხვები გაუჩნდა.

მატჩის შემდეგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა უკმაყოფილება ვერ დამალა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია გააკრიტიკა. კლოპმა აღნიშნა, რომ ისეთი დონის ტურნირზე, როგორიცაა კარაბაოს თასი ვიდეო გამეორების სისტემა (VAR) უნდა მოქმედებდეს. გერმანელმა სპეციალისტმა რამდენიმე საკამათო ეპიზოდზე ისაუბრა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა. კლოპი მიიჩნევს, რომ VAR-ზე გადამოწმების შემთხვევაში, სულ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.

სხვა სტატიები