Belive

As - ანჩელოტი შაბათს ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ფიფასა და უეფას გააკრიტიკებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთელების ტრავმის გამო ,,რეალში'' ფიფასა და უეფას აკრიტიკებენ. ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს, მადრიდულმა კლუბმა ვინისიუსი და კამავინგა დაკარგა, რომლებიც თამაშს დაახლოებით 3 თვე ვერ შეძლებენ. მადრიდელებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების გამო სულ 8 ფეხბურთელი აკლიათ.

როგორც As-ი წერს, ,,რეალის'' ხელმძღვანელობა დღევანდელ სათამაშო დღეზეც ნერვიულობს, რადგან თამაში როდრიგოს (ბრაზილია-არგენტინა), რუდიგერს, ალაბას (ავსტრია-გერანია), მოდრიჩსა (ხორვატია-სომხეთი) და ვალვერდეს (ურუგვაი-ბოლივია) უწევთ.

As-ის ინფორმაციით, შაბათს, ,,კადისისა'' და ,,რეალის'' წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტი გადატვირთული კალენდრის გამო, ფიფასა და უეფას მკაცრად გააკრიტიკებს.

სხვა სტატიები