Belive

არტურმა ლა ლიგის რეკორდი დაამყარა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონას"  ახალწვეულმა, არტურმა რეკორდი დაამყარა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მე-8 ტურში "ვალენსიას" წინააღმდეგ შეხვედრაში 142 გადაცემა გააკეთა, საიდანაც 135 (95%) ზუსტი აღმოჩნდა. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს. 2012 წელს ყველაზე მეტი გადაცემა ერთ შეხვედრაში "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა შეასრულა. ესპანელმა 148 პასი გააკეთა. ხშირ შემთხვევაში არტურს თავისი სათამაშო სტილით სწორედ ხავის ადარებენ.

სხვა სტატიები