არტეტამ დაადასტურა | ბუკაიო საკა მოედანს უბრუნდება
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "არსენალის" 23 წლის შემტევი - ბუკაიო საკა, თითქმის 4-თვიანი ტრავმის შემდეგ მოედანს ოფიციალურად უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაცია, ლონდონური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ დღეს, პროსკონფერენციაზე დაადასტურა.
Bukayo Saka has the most goal contributions this season for Arsenal, despite being out injured for the last three months.
— Football on TNT Sports (@footballontnt) March 31, 2025
22 g/a in 24 appearances 🔥
A welcome return 👋 pic.twitter.com/X9QuqeSdmZ
საკა მოედანზე 1 აპრილიდან ოფიციალურად დაბრუნდება და "არსენალს" უმნიშვნელოვანეს პერიოდში დაეხმარება. კლუბი ჯერ კიდევ აგრძელებს პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას.
23 წლის შემტევმა ბოლოს 2024 წლის 22 დეკემბერს ითამაშა და მოედანი ნაადრევად, იძულებითი ტრავმის გამო დატოვა, რის გამოც მას თითქმის 4 თვის (110 დღის) გამოტოვება მოუწია.
საკამ მძიმე ტრამის გამო არსენალის 20 მატჩი გამოტოვა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იგი მოედანს 1 აპრილიდან ოფიციალურად უბრუნდება და "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშსაც შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ბუკაიო საკა "არსენალის" აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას ბავშვობიდან იცავს, ძირითად კლუბში კი 250 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 67-ჯერ გოლის გატანა, 63-ჯერ კი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.