არტეტა: "რეალისთვის ქამბექის მუქარა საწვავია - ამის გაკეთება ჩვენს წინააღმდეგ შეუძლებელია"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში "არსენალს" დაუპირისპირდება. ლონდონში მადრიდელები 0:3 დამარცხდნენ, ასე რომ, დღეს დიდი სასწაულის იმედად არიან, თუმცა თუ სადმე საფეხბურთო სასწაულები ხდება, ეს ნამდვილად სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონია.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა - მიკელ არტეტამ, მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
"ეს ნარატივი მათთვის საწვავია. ეს მათი ისტორიის ნაწილია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც მათ გააკეთეს, როგორც კლუბმა წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი მათ დიდებულ ისტორიაში ცალსახად აისახება.
საკუთარ კედლებში მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ჩვენს წინააღმდეგ 3 ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებლად მიმაჩნია..." - მიკელ არტეტა
"რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.