Belive

არსენალს იუვენტუსის ნახევარმცველის გადაბირება სურს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი, არტურ მელო, შესაძლოა ლონდონის "არსენალში" აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპულ მედიაში ვრცელდება. 25 წლის ფეხბურთელმა ორი სეზონის განმავლობაში, ორი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვერ მოახერხა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშის სტატუსის მოპოვება ფეხის მაგრამ მისი შენარჩუნება "ბიანკონერებს" შთამბეჭდავი თანხა უჯდება, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელების სურვილია მისთვის ახალი გუნდის პოვნა და ეს  აშკარაა. როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, სწორედ ზემოთხსენებული მიზეზის გამო, "ბებერი ქალბატონი" ცენტრალური ნახევარმცველის გაშვების შესაძლებლობას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, "ზებრებს" აქვთ ერთი პირობა - მათ ფეხბურთელის შესაბამისი ჩანაცვლება სჭირდებათ და საამისოდ მიზნად კიდევ ერთი ლონდონური კლუბის, "ჩელსის" ნახევარმცველის, რუბენ ლოფტუს-ჩიკის გადაყვანას ისახავენ, რომლის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით,  მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში იჯარით აყვანა სურთ. "ლიონისა" და "ლილის" ნახევარმცველები შესაბამისად, ბრუნო გიმარასი და რენატო სანჩესი, ალტერნატიული ვარიანტები არიან, მაგრამ "ბიანკონერის" მათი სატრანსფერო საფასური აღელვებს. არტურის გადასვლა "იუვენტუსის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია, რაშიც მათ "ბარსელონას" 76-მილიონიანი გადაუხადეს. თუმცა, ბრაზილიელმა 2020 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, "შავ-თეთრევბის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები