Belive

არსენალი ემერის შემცვლელად ლუის ენრიკეს მოიაზრებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელის დრო ნელ-ნელა იწურება. გულშემატკივრები თვლიან , რომ ესპანელმა სპეციალისტმა თავი ამოწურა. უნაი ემერი "არსენალს" სათავეში 2018 წელს ჩაუდგა. მისი უპირველესი დავალება  კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იყო , თუმცა მან ჯერ-ჯერობით ეს ვერ მოახერხა და სეზონიც ისე მიმდინაორებს , ლიგაზე მოხვედრის შანსი "მეთოფეებისთვის" საკმაოდ მცირეა. ლონდონელთა გულშემატკივრებს ემერის გათავისუფლება "ლესტერთან" მატჩამდე სურდათ. თამაშის შემდეგ სიტუაცია უფრო გამწვავდა და ახლა უფრო აქტიურად ითხოვენ მის გათავისუფლებას.
"არსენალის" ბოსები ფიქრობენ მიცენ კიდევ ერთი შანსი თუ სანაკრებო პაუზის დროს გაათავისუფლონ და ეს პერიოდი გამოიყენონ ახალი მწვრთნელის დასანიშნად. ახალი მწვრთნელობის უპირველესი კანდიდატი , "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკეა. ვრცელდება ხმები , რომ არსენალის ბოსები უკვე დაუკავშირდნენ ესპანელს და საქმის ვითარება გააცნეს. ქალიშვილის გარდაცვალების გამო "ლუჩო" რამდენიმე თვეა გამქრალია სპორტული სამყაროდან. იმ შემთხვევაში თუ ესპანელთან ვერ მოხერხდა შეთანხმება, "მეთოფეებს" სხვა კანდიდატურებიც ჰყავთ. ესენი არიან ჟოზე მაურინიო , მასიმილიანო ალეგრი და ბრენდან როჯერსი.

სხვა სტატიები