Belive

არნოლდი პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" 21 წლის მცველი - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. "მერსისაიდელთა" მარჯვენა მცველმა "ჩელსის" წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, რომელიც მისთვის პრემიერ ლიგის 2019/2020 წლების სეზონში მე-13 აღმოჩნდა. ამ შედეგიანი გადაცემით, იგი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც 13 საგოლე გადაცემის შესრულება ერთ სეზონში შეძლო. "ლივერპულის" კიდევ ერთი ახალგაზრდა მცველის - ენდი რობერტონის ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში 11 საგოლე გადაცემა დაგროვდა. აღსანიშნავია, რომ ტრენტმა 2018/19 წლების სეზონში მის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა - გასულ სეზონში ახალგაზრდა მცველმა 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.  

სხვა სტატიები