Belive

არგენტინისა და ხორვატიის შეხვედრის მსაჯი ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინასა და ხორვატიას შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას იტალიელი მსაჯი, დანიელე ორსატო გაუძღვება.

მისი ასისტენტები ჩირო კარბონე და ალესანდრო ჯალატინი იქნებიან.

მიმდინარე მუნდიალზე ორსატომ ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში (კატარი 0:2 ეკვადორი; არგენტინა 2:0 მექსიკა) იმსაჯა, ფეხბურთელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა და ერთი პენალტი დანიშნა.

არგენტინისა და ხორვატიის მატჩი სამშაბათს, 13 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები