Belive

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა მარადონასადმი მიძღვნილი მონეტა გამოუშვა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა (BCRA) სპეციალურად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამახსოვრო მონეტა გამოუშვა. საიუბილეო მონეტის რაოდენობა 2500 ცალი იქნება და ლეგენდარულ დიეგო მარადონას თამაშს მიეძღვნება. მისი მთავარი მოტივია 1986 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის დაპირისპირება, რომლის 40 წლისთავი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე აღინიშნება.

ამ საიუბილეო მონეტის დიზაინის წინა მხარეს გამოსახულია ბურთი, ზედა ნაწილში წარწერით არგენტინის რესპუბლიკა (República Argentina), ხოლო ქვედა მხარეს მსოფლიო FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 (Copa Mundial de la Fifa 2026). უკანა მხარეს კი გამოსახულია მარადონას 1986 წელს გატანილი გოლის დიაგრამა, ხოლო სათამაშო მოედნის ცენტრალურ წრეში გამოსახულია 10 დოლარის ნომინალური ღირებულება.

აღნიშნული მონეტა ვერცხლისგან არის დამზადებული, ასევე იგეგმება ოქროს მონეტების წარმოებაც, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გაიყიდება.

სხვა სტატიები