Belive

"არგენტინის ნაკრებს ლეონარდო ბარელდი გამოაკლდა" - RMC

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა ლეონარდო ბარელდი გამოაკლდეს, ინფორმაციას RMC SPORT არგენტინტელ ჟურნალისტ ნაჩადო რივაროლაზე დაყდრნობით აქვეყნებს. წყაროს ცნობით, მარსელის 27 წლის მცველმა ვარჯიშზე ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო და სრულად გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით 1 თვე სჭირდება.

ცენტრალურმა მცველმა ტრავმა ჰონდურასის წინააღმდეგ ბოლო მოსამზადებელი მატჩის წინა დღეს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბარელდისთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი უნდა ყოფილიყო.

არგენტინის ეროვნული ნაკრები J ჯგუფშია, სადაც ავსტრიის, ალჟირის და იორდანიის ეროვნული ნაკრები გუნდების წინააღმდეგ ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები