Belive

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური მატჩებისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

გუნდში 2 დებიუტანტი მოხვდა - აარონ ანსელმინო (ჩელსი) და მარიანო ტროილო (პარმა):

მეკარეები: ემილიანო მარტინესი, ხერონიმო რული, ხუან მუსო, სანტიაგო ბელტრანი.

მცველები: გონსალო მონტიელი, ნაუელ მოლინა, აგუსტინ ჯაი, აარონ ანსელმინო, მარიანო ტროილო, ლეონარდო ბალერდი, ლისანდრო მარტინესი, ფაკუნდო მედინა, რომან ვეგა

ნახევარმცველები: ესეკიელ ფერნანდესი, მაქსიმო პერონე, ალექსის მაკ ალისტერი, ენცო ფერნადესი, ვალენტინ ბარკო, ნიკო პასი, მაქსიმო პერონე, ესეკიელ პალასიოსი, ტიაგო ალმადა

თავდამსხმელები: მატიას სულე, ფრანკო მასტანტუონო, ხულიან ალვარესი, ჯულიანო სიმეონე, ჯანლუკა პრესტიანი, ხოსე მანუელ ლოპესი, სანტიაგო კასტრო

არგენტინა 14 ნოემბერს ურუგვაის უმასპინძლებს, 18-ში კი - კოსტა რიკას.