არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონის ყოფილმა მეუღლემ მუნდიალის ოქროს მედალი აუქციონზე გაიტანა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ესეკიელ პალასიოსის ყოფილი მეუღლე, იეზიკა ფრიასი ვალების გადასახდელად მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის გაყიდვას აპირებს:
,,მას მხოლოდ იმას ვთხოვ, რისი უფლებაც მაქვს, ქირის გადახდა არ სურს, რადგან არ იცის, სახლს შეუნარჩუნებს თუ არა.
ვაპირებ, რომ ვალის გადასახდელად მისი ყველა მაისური და მსოფლიო ჩეპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი გავყიდო. მუნდიალზე ესეკიელის ერთადერთი დანიშნულება სკამზე ჯდომა იყო, ამიტომ ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის.
მის ინტერესებშია, რომ გავჩუმდე... არის რაღაცები, რაც ეროვნულ ნაკრებზე ვიცი, მაგრამ არ მითქვამს!'' - იეზიკა ფრიასი
ფრიასმა ამ ინტერვიუს შემდეგ, ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ყოფილი ქმრის ერთი მაისური უკვე გაყიდა.
პალასიოსმა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მხოლოდ სამ მატჩში მიიღო - ნახევარმცველმა მექსიკის (21 წუთი), ავსტრალიისა (10 წუთი) და ხორვატიის (16 წუთი) ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა.