არგენტინასთან არწაგების შემთხვევაში, ესპანეთი ისტორიულ რეკორდს დაამყარებს
ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთთან გამარჯვებით, მისი წაუგებელი სერია ზედიზედ 37 მატჩამდე გაზარდა.
ამით ესპანელებმა იტალიის შედეგი გაიმეორეს და რეკორდს სწორედ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონებთან ერთად ინაწილებენ.
დე ლა ფუენტეს გუნდის გზა რეკორდისკენ 2024 წლის მარტში, ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში დაიწყო (3:3). ბოლოს ესპანეთმა 2024 წლის 23 მარტს, კოლუმბიასთან წააგო (0:1). მას შემდეგ ევროპის მოქმედი ჩემპიონები პორტუგალიასთან ერთა ლიგის ფინალშიც დამარცხდნენ, თუმცა პენალტების სერიაში.
ამგვარად, თუ ფურია როხა დღეს არგენტინასთან ფინალურ მატჩს ძირითად ან დამატებით დროში არ წააგებს, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
Top 10 - წაუგებელი სერიები სანაკრებო დონეზე:
იტალია - 37 მატჩი, 2018-2021 წლებში
ესპანეთი - 37 მატჩი, 2024 წლიდან -
არგენტინა - 36 მატჩი, 2019-2022 წლებში
ალჟირი - 35 მატჩი, 2018-2022 წლებში
ბრაზილია - 35 მატჩი, 1993-1996 წლებში
ესპანეთი - 35 მატჩი, 2007-2009 წლებში
არგენტინა - 31 მატჩი, 1991 - 1993 წლებში
იტალია - 30 მატჩი, 1935-1939 წლებში
საფრანგეთი - 30 მატჩი, 1994-1996 წლებში
დასავლეთ გერმანია - 23 მატჩი, 1978-1981 წლებში