Belive

არჩილ ბერიძე: "ოცნებაზე უარის თქმას არ ვაპირებთ, რამდენი ცდაც არ უნდა დაგვჭირდეს ისტორიას მაინც დავწერთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანს" დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 1:2 (0:0, 0:0 - 1:2 დ.დ.) დამარცხდა და ევროპულ ტურნირებზე წარმატების მიღწევას უკვე კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეეცდება.
"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს, მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ! მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას ვინც დინამო ბათუმის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია, არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას. რამდენი მცდელობაც არ უნდა დაგვჭირდეს, დინამო ბათუმი აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას", - თქვა არჩილ ბერიძემ, რომელსაც აჭარული კლუბის ოფიციალური გვერდი ციტირებს.
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი პოზნანის "ლეხს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები