Belive

არჩათვლილი გოლი და მოგება - კვერნაძის შეფასება სასუოლოსთან

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მეშვიდე ტურში ფროზინონემ სასუოლოს უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა. ფროზინონე, რომელიც საწყის ტურებში მშვენივრად გამოიყურება და უკვე ოთხეულშია, საკმაოდ თამამ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, ამ გუნდის ერთ-ერთი მავარი ფეხბურთელი კი გიორგი კვერნაძეა - ქართველმა ამ შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა, ჯაკომო კალომ მეცხრე წუთზე გახსნა, ხოლო ბერარდიმ მეთხუთმეტეზე გაათანაბრა. ამის შემდეგ, გიორგი კვერნაძემ მოახერხა მეტოქის ბადის შერხევა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

მატჩი 22 წლის იტალიელი თავდამსხმელის, ანტონიო რაიმონდოს ბენეფისად იქცა - რაიმონდომ კარირაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, სტუმრებმა კი საპირწონედ მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ კვერნაძეს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, საშუალოზე მაღალი შეფასება (7.1-დან 7.3-დე) დაიმსახურა. გიორგი მწვრთნელმა 75-ე წუთზე შეცვალა.

ამ მომეტისთვის, ფროზინონეს 13 ქულა აქვს და მეოთხე ადგილს კალიარისთან იყოფს.