Belive

"არასრულწლოვანი ნაძირალა" - ირაკლი კვეკვესკირმა უკრაინელ ფეხბურთელს მიმართა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსული "სკა ხარაბოსკის" 31 წლის ფეხბურთელმა - ირაკლი კვეკვესკირმა, ევერტონის უკრაინელ ფეხბურთელს - ვიტალი მიკოლენკოს მიმართა. "არასრულწლოვანი ნაძირალა" - წერს ირაკლი კვეკვესკირი სოციალურ ქსელში. რამ გამოიწვია ქართულ-რუსული პასპორტის მქონდე ფეხბურთელის ასეთი გაღიზიანება უცნობია. ვიტალი მიკოლენკომ რამდენიმე დღის წინ, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კაპიტანს, არტიომ ძიუბას მიმართა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააკრიტიკა.
“ძიუბა, ბ*ზო! სანამ შენ და შენი ბინძური თანაგუნდელები ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ… შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ უკანალში იქნები ჩამალული. მთავარია, რომ შენი და შენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. ქათმებო, ამას არასდროს გაპატიებთ!”, – წერს 22 წლის უკრაინელი ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კვეკვესკირი საქართველოსა და რუსეთის პასპორტს ფლობს, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მას ასევე უთამაშია საქართველოს u19 და u21 ნაკრებებში.  

სხვა სტატიები