Belive

"არ ვიცოდი თუ რას შეიცავდა ის საკვები დანამატები" - პოლ პოგბა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა დოპინგ სკანდალში გაეხვა. ფრანგი ფეხბურთელი "უდინეზეს" მატჩის შემდეგ, შესამოწმებლად შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. ტესტმა პოლის სხეულში მომატებული ტესტოსტერონის დოზა აჩვენა. სპორტულ მედიაში გვარცელდა ინფორმაცია, რომ ამის გამო "იუვენტუსის" ნახევარმცველს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 

დიდი ხნის განმავლობაში პოგბა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა. რამდენიმე საათის წინ, ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სტეროიდებზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. მისი თქმით, მან "იუვენტუსში" საკვები დანამატი მიიღო, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა რას შეიცავდა. 

 

მას შემდეგ, რაც პოლი "იუვენტუსში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდება, ფრანგის კარიერა არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. მძიმე ტრავმებს თან აღნიშნული ინციდენტიც დაერთო. ამ ეტაპზე, არ ვრცელდება ინფორმაცია თუ როგორ დაისჯება ფრანგი ნახევარმცველი. 

სხვა სტატიები