Belive

"არ მჯერა, რომ რეალი მანჩესტერ სიტიზე უკეთესი გუნდია" - ჯეიმი კარაგერი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპები დასრულდა. ერთ-ერთი მატჩი "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართა, სადაც "სიტიმ" და "რეალმა" ძირითადი დრო ფრედ ითამაშეს. გამარჯვებული პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უკეთესი მადრიდული კლუბი აღმოჩნდა.

ტრადიციულად ჩემპიონთა ლიგის მატჩების დასრულების შემდეგ, CBS Sports-ის ეთერში ექსპერტებმა შეხვედრა გაარჩიეს. ერთ-ერთი იყო ჯეიმი კარაგერი, რომელმაც ასეთი რამ განაცხადა.

არ მჯერა, რომ "რეალი" "მანჩესტერ სიტიზე" უკეთესი გუნდია. ეს ბევრჯერ მითქვას. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ევროპაში საუკეთესო ყოველთვის არ არის. "რეალმა" იპოვა გზა თუ როგორ მოეგო. ბოლო 3-4 წელიწადში "სიტიმ" მადრიდი ორჯერ დაამარცხა. "ქალაქელები" უკეთესები იყვნენ მაგრამ, "რეალს" რაღაც განსაკუთრებული აქვს. მათ აქვთ მენტალიტეტი და სწამთ, რომ მსოფლიოში საუკეთესონი არიან. თუ ვინმე ამ მატჩს ისე უყურებდა, რომ გუნდების სახელები არ იცოდა. იტყოდა, რომ მათი დონეები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. - თქვა ჯეიმი 'ლივერპულის' ლეგენდამ

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები