Belive

"არ მინდა, რომ დონე დავაგდო, ამიტომ სომხეთში არ დავბრუნდები" - ჰენრიხ მხითარიანი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ინტერის ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა თავისი კარიერის მომავალზე La Reppublica-სთან ისაუბრა, 36 წლის სომეხმა ფეხბურთელმა გასული წლის რთული სეზონი გაიხსენა.

ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დამღლელი სეზონი იყო, სამი ტურნირით. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ, მაგრამ ვიცი, რომ მოედანზე გასვლა მინდა. ყველა შემოთავაზებისთვის ღია ვარ. ინტერში კიდევ 1 წელი დამრჩა და თუ გუნდიდან არ გამიშვებენ დავრჩები. არ მინდა კარიერის დამთავრება, რადგან ნაადრევად დასრულებამ შესაძლოა ჩემში სინანული გამოიწვიოს.

ინტერის შემდეგ არ გავჩერდები, არ მინდა, რომ დონე დავაგდო ამიტომ სომხეთში არ დავბრუნდები. უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ ისეთი ქვეყნები როგორიც მაგალითად საუდის არაბეთია არ მაინტერებს, მე მიყვარს ფეხბურთი და არა ფული. როდესაც ვიღვიძებ, მინდა ვივარჯიშო და ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო. - ჰენრიხ მხითარიანი - ინტერის ფეხბურთელი

სხვა სტატიები