Belive

არ აშენდა - ბარსელონა მომავალ შეხვედრას აკადემიის სტადიონზე ჩაატარებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

'ნოუ კამპის' სარემონტო სამუშაოების კიდევ ერთხელ გადადების გამო, ბარსელონა სეზონის პირველ საშინაო მატჩს 6 000-ადგილიან სტადიონზე ჩაატარებს.

"ბლაუგრანამ“ ლა ლიგა სამი გასვლითი თამაშით დაიწყო იმ იმედით, რომ ისტორიულ საშინაო მოედანზე დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა სტადიონი ჯერ კიდევ არ არის მზად. მათ იმედი ჰქონდათ, რომ „ნოუ კამპზე“ შემცირებული დასწრებით მაინც ითამაშებდნენ, მაგრამ საქალაქო საბჭოსგან ნებართვა ვერ მიიღეს.

კამპ ნოუ მშენებლობის პროცესში

ბარსელონას ოლიმპიური სტადიონი, სადაც გასულ სეზონში საშინაო მატჩებს ატარებდნენ, ვარიანტად განიხილებოდა, თუმცა პოსტ მელოუნის კონცერტის გამო, მოედანი გამოუსადეგარი გახდა.

იოჰან კრუიფის სახელობის არენა, ბარსელონას ქალთა და აკადემიური გუნდების ტრადიციული საშინაო მოედანია, რომელიც ქალაქის გარეუბანში, საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს - მისი ტევადობა 6 000 კაცია. ლა ლიგის ოფიციალურმა პირებმა კვირის შუა პერიოდში სტადიონი დაათვალიერეს და გარკვეული განახლებები, მათ შორის VAR კამერების დამონტაჟება დაიწყეს.

ნოუ კამპი 1.25 მილიარდი ფუნტის ღირებულების განახლების პროცესშია, რომლის შედეგადაც მისი ტევადობა 105 000-მდე გაიზრდება.

ბარსელონა აკადემიის სტადიონზე 14 სექტემბერს, ვალენსიას წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები