Belive

"არ არის ბენზემა, არ არის წვეულება" - მესუთ იოზილი მუნდიალის ფინალს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში, რომლის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. სამხრეთ ამერიკელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს.

ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სკალონის გუნდი შეხვედრას დამაჯერებლად 2:0 იგებდა, თუმცა, მბაპეს დუბლით საფრანგეთმა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. დამატებით დროში არგენტინა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ მბაპემ ისევ გაიტანა და პენალტების სერია გაიმართა, სადაც არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულეს.

აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა მესუით იოზილი, რომელმაც საფრანგეთის წარუმატებლობის მიზეზად ბენზემას არ ყოფნა დაასახელა.

"არ არის ბენზემა, არ არის წვეულება"

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატი ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა. თავდაპირველად, ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ქარიმი ტრავმის გამო მხოლოდ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებდა, თუმცა დაზიანება უფრო სერიოზული აღმოჩნდა.

სხვა სტატიები