Belive

"აქ ბედნიერი ვარ" - უილიამსმა გადაწყვეტილება მიიღო?!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიკო უილიამსს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება, გახანგრძლივების თაობაზე დაწყებულმა მოლაპარაკებებმა კი შედეგი ვერ გამოიღო. ახალგაზრდა ვასკვლავის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი იჩენს, თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, უილიამსმა "ბილბაოში" დარჩენა გადაწყვიტა.

აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანო, უილიამსის სიტყვებს ციტირებს, სადაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ "ბილბაოში" ბედნიერია და რომ ფანებს სანერვიულო არ აქვთ.


ამ თემასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ კომენტარი "ბილბაოს" პრეზიდენტმაც გააკეთა. ჯონ ურიარტე ასევე დარწმუნებულია, რომ ნიკო უილიამსი კლუბს არ დატოვებს და ფანებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ არ ვღელავთ. ვფიქრობ, ნიკო განახლებულ კონტრაქტს მოაწერს ხელს და ჩვენთან დარჩება. ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ გვინდა, რომ მიმზიდველი პროექტი წამოვიწყოთ, რომელშიც ნიკო უილიამსი მრავალი წლის განმავლობაში წამყვანი მოთამაშე იქნება.
- ჯონ ურიარტე.

სხვა სტატიები