ანტუან გრიზმანის გოლის უცნაური აღნიშვნა
7 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის “ბარსელონამ” “პრიმერა დივიზიონის” მე-2 ტურში “ბეტისს” უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩი ანგარიშით 5:2 დასრულდა, სადაც ლიონელ მესის, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს არყოფნაში, ლიდერის ფუნქცია ანტუან გრიზმანმა შეითავსა და დუბლის შესრულება შეძლო.
გუშინდელ შეხვედრაში ყურადღება მიიპყრო გრიზმანის მიერ მეორე, შესანიშნავი გოლის განსხვავებულმა აღნიშვნამ. გატანილი გოლის შემდეგ მან კუთხურის ალამისაკენ მიირბინა ჰაერში ლურჯი და წითელი კანფეტები აყარა, ასეთი გოლის აღნიშვნა უცხოურმა მედიაგამოცემა Bleacher-მა ლებრონ ჯეიმსის აღნიშვნის სტილს შეადარა.Que bonito es marcar en el Camp Nou! Gracias por vuestro apoyo culés, que brillen nuestros colores! 🙌🏻🔵🔴 pic.twitter.com/cva9iowYs8 — Antoine Griezmann (@AntoGriezmann) August 25, 2019
Antoine Griezmann did the @KingJames chalk toss with blue and red confetti after his second goal 👑 pic.twitter.com/eKjBDYKl7K — B/R Football (@brfootball) August 25, 2019