ანტონიო რეიესს მეუღლემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა (ვიდეო)
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
ავტოკატასტროფაში დაღუპული ხოსე ანტონიო რეიესის ცოლმა, ნოელია ლოპესმა, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რეიესი თავის ორ გოგონასთან ერთადაა გადაღებული. ნოელიამ ვიდეოს მეუღლესთან გამოსათხოვარი ემოციური ტექსტიც დაურთო. "შენ ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ. არ შემიძლია ავიტანო ის ტკივილი, რომელიც შენმა წასვლამ მომაყენა. შენ მე ცხოვრების აზრი დამაკარგვინე. დღეს უნდა დაგემშვიდობო, მაგრამ ძალა აღარ მაქვს. მალე ყველაფერს გეტყვი, რადგან ჩვენ ერთად ვიქნებით მარადიულ სამყაროში და ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით. დახმარება მჭირდება, რადგან ცხოვრება უშენოდ ვერ წარმომიდგენია. დამეხმარე ჩვენი ბავშვების გაზრდაში. მომეცი ძალა, რომელიც არ მაქვს. შენ დაგვიტოვე საუკეთესო მომენტები და ყოველთვის იცხოვრებ ჩვენს გულებში. მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ."