Belive

ანტონიო პინტუსი რეალ მადრიდის ფიტნეს მწვრთნელად აღარ იმუშავებს

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

რეალ მადრიდის ფიტნეს მწვრთნელი ანტონიო პინტუსი, სავარაუდოდ მომავალ სეზონში პირველ გუნდში აღარ იმუშავებს, ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca აქვეყნებს. წყაროს ცნობით პინტუსი გუნდს არ დატოვებს, რეალში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისთვის სხვა როლის შეთავაზების შესახებ.

ერთ დროს 62 წლის იტალიელი კლუბის მთავარ ფიგურად ითვლებოდა. მისი ვარჯიშის მეთოდებზე მსოფლიო ალაპარაკდა და რეალ მადრიდის უდიდესი წარმატების ერთ-ერთ მთავარ ადამიანადაც ითვლებოდა. ამ სეზონში ყველაფერი სხვანაირად მიმდინარეობს, მადრიდულ კლუბში ტრავმები მომრავლდა და მათი ფიზიკური მომზადების დონე, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ დაეცა, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი მიმდინარე სავარჯიშო დატვირთვით უკმაყოფილოა.

ანტონიო პინტუსის მომავალს კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის ხაბი ალონსოს რეალ მადრიდში დანიშვნის ამბავი, ცნობილია, რომ ესპანელი საკუთარი სანდო ფიტნეს მწვრთნელის მოყვანით არის დაინტერესებული და ზოგადად ალონსოს თავისი პერსონალით სურს რეალ მადრიდში მისვლა.

ანტონიო პინტუსმა რეალ მადრიდში მუშაობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იყო, ის მანამდე ფრანგ ყოფილ ფეხბურთელთან იუვენტუსშიც მუშაობდა. ფიტნეს მწვრთნელის მთავარი მიღწევა სწორედ მადრიდულ კლუბში გახლდათ, როდესაც რეალმა ზედიზედ 3-ჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, აქედან ორი იტალიელთან ერთად (2017,2018 წ.). პინტუსი კონტესთან ერთად ინტერშიც მუშაობდა, მაგრამ 2021 წელს ანჩელოტისთან მადრიდში დაბრუნდა.

სხვა სტატიები