Belive

ანტონიო კონტე მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობას უმიზნებს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ანტონიო კონტემ მანჩესტერ იუნაიტედს აცნობა, რომ მზად არის "ოლდ ტრაფორდზე" მაიკლ კერიკი შეცვალოს, რომლის მიმართაც კრიტიკა სულ უფრო ძლიერდება. იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენლები კლუბის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი კონტეს სურვილს, უახლოეს მომავალში ინგლისში სამწვრთნელო საქმინაობას დაუბრუნდეს.

იტალიელს პრემიერ ლიგაში მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. კონტემ ჩელსისთან ერთად, პრემიერ ლიგა და ასოციაციის თასი მოიგო. ტოტენჰემში მუშაობის პერიოდში კი, (2021/23), გუნდმა მატჩების 50 პროცენტზე მეტი მოიგო. გარდა ამისა, უახლესი ცნობების თანახმად, კერიკის შესაძლო შემცვლელებად ასევე სახელდებიან იულიან ნაგელსმანი და ნიუკასლის ყოფილი მწვრთნელი, ედი ჰაუ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას კერიკის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია, იმ შემთხვევაში, თუ მანჩესტერი სიტუაციას ვერ გამოასწორებს, პასუხისმგებლობა ინგლისელ სპეციალისტს დაეკისრება.

ამ ყველაფრის საპასუხოდ, კერიკმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლოს რეაგირება და მისი მისამართით არსებული ზეწოლა შეამციროს. კონტე და სხვა სპეციალისტები კერიკის პოტენციურ შემცვლელებად მოიაზრებიან. "წითელი ეშმაკები" კვირას, ლიდს იუნაიტედს ესტუმრებიან. "ელანდ როუდზე" გამართულ შეხვედრას კი, კერიკის მანჩესტერული სამწვრთნელო კარიერისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

სხვა სტატიები