Belive

ანტონიო კასანო: "კვარაცხელია თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მილანის “ინტერის”, “მილანის”, “რომას”, მადრიდის “რეალის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ დადებითი განცხადებებით ყოველთვის გამოირჩევა და საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის პირადი გულშემატკივარი გახდა, 22 წლის ქართველ ვარსკვლავზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ჩემთვის კვარაცხელია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარცხენა გარემარბია. ის კომანზე ძლიერია, გრილიშზე ძლიერიც. მას თავისუფლად შეუძლია "ბარსელონაში" თამაში.

დღეს კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია და მე მისი ნახვა მინდა. მან როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო ტურნირებზე თამაშისას გვაჩვენა, თუ ის, რაც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. მინდა, რომ ის მომავალ წელს გადამწყვეტ მატჩებში ვიხილო. კვარაცხელია ლეაუზე ძლიერია, მან ბევრად მეტი რამ იცის, ვიდრე "მილანის" ფეხბურთელმა", - თქვა ანტონიო კასანომ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 28 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 12 საგოლე პასი გაკეთებული.

რაც შეეხება “ნაპოლის”, 26 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, გუნდი სერია A-ში 68 ქულით ერთპიროვნულად და უახლოეს კონკურენტ მილანის “ინტერთან” 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. შემდეგ მატჩს ნეაპოლელები შიდა ჩემპიონატში 19 მარტს, “ტორინოს” წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 16 მარტს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო დუელში ფრანკფურტის “აინტრახტს” საშინაო კედლებში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები