ანტონი: "ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ბეტისში ვიპოვე - მანჩესტერში დაბრუნება არ მსურს"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბეტისის" 25 წლის შემტევმა - ანტომიმ, რომელიც "ბეტისში" "წითელი ეშმაკებიდან" იჯარის წესით თამაშობს, დღეს, ლა ლიგის 34-ე ტურში საკუთარ კლუბს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მატჩის ბოლო წუთზე, ულამაზესი გოლით მოაპოვებინა და კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები კვლავ შეუნარჩუნა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას თავი ასეთი ბედნიერი აქამდე არცერთ კლუბში არ უგვრძვნია.
"მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ თითქმის ყველა მატჩის შემდეგ ინტერვიუში ვიძახი, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ამ კლუბში ვიპოვე.
მწვრთნელს (პელეგრინის) ხუმრობით ვეუბნებოდი, თუ ასე გავაგრძელებ ოქროს ბურთის კანდიდატი ვიქნებოდი. მე ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც ძალიან უყვარს გულშემატკივრების სიყვარულის გრძნობა. მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო მათ.
სეზონის ბოლოს შესაძლოა მანჩესტერმა დამიბრუნოს, თუმცა მე ამ კლუბში დარჩენა მინდა..." - ანტონი
შეგახსენებთ, რომ ანტონი "ბეტისს" ზამთარში შეუერთდა, მას შემდეგ მან 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
იგი ესპანური კლუბის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია - მის კლუბს კონფერენს ლიგის ფინალამდე ერთი ნაბიჯი აკლია, ლა ლიგაში კი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.