Belive

"ანტირეკორდი" არსენალისა და ნიუკასლის მატჩში!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, "არსენალისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირება შედგა. ლონდონში, "Emirates"-ზე გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩს საკმაოდ საინტერესო აფიშა უძღოდა წინ, რის გამოც გულშემატკივარს უხვგოლიანი და სანახაობრივი დაპირისპირების ხილვის იმედი ჰქონდა, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდებმა ფანებს იმედები გაუცრუეს.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი "მეთოფეებისა" და მესამეადგილოსანი "ნიუკასლის" დაპირისპირებაში, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ ლიგის "ანტირეკორდი" დამყარდა. აღნიშნულ მატჩში, ბურთი თამაშში მხოლოდ და მხოლოდ 43:17 წუთის განმავლობაში იყო. ჯარიმების, აუტებისა და კარიდან დარტყმების შედეგად გაფლანგულმა დრომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

პრემიერ ლიგის სუფთა სათამაშო დროის საშუალო მაჩვენებელი 54.43 წუთს შეადგენს, ხოლო "არსენალისა" და "ნიუკასლის" დაპირისპირებამ 11.26 წუთით ნაკლები (43:17) შეადგინა. გულშემატკივრებმა იმედგაცრუება ვერ დამალეს იმ გარემოების გამო, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე ლიდერის მონაწილეობით, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე არასანახაობრივი მატჩი იხილეს.

სხვა სტატიები